შემოქმედება

მე მშვენიერ ყვავილთან ვიყავი


- თქვენ მკითხავთ რომელთან?
- არც კი ვიცი... ის თავს ვარდს უწოდებდა, მე კი მას ენძელას, იას, გვირილას ... დავარქმევდი, მშვენიერებით, უბრალოებით, გულწრფელობით, სულის სიღრმით...
- რატომ ვიყავი?
- იმიტომ რომ არ ვარ და არც ვიქნები, იმიტომ  რომ ვიყავი...
ბოლოს მთხოვა - არ დამივიწყოოო... შემვპირდი, ვერ დავვიწყებ! ის სამუდამოდ დარჩება ჩემში, ჩვენში - როდესმემდე...
ერთი სურვილი ჰქონდა... ერთი სურვილი...

***

ვარდი: - მიხარია რომ გხედავ!
ფესვები: - მიხარიხარ!
ვარდი: - სად დაიკარგე?
ფესვები: - მე სულ აქ ვიყავი.
ვარდი: - აღარ წახვიდე.
ფესვები: - არასდროს...

***

- რა სურვილი ჰქონდა? 
- სურდა ერთად გვეფრინა, თბილ ქვეყნებში გვეფრინა!
- მერე?
- რაღა მერე?! ხომ გითხარი დავემშვიდობეთქო!  ზუსტად ასე ვუთხარი:
"მშვიდობით ჩემო ყვავილო!"

***
ვარდი: - ვხედავ ნაღველი შემოგაწვა!
ფოთოლი: - მე მივდივარ, ერთი მეორეზე ვწყდები და მივდივარ...
ვარდი: - არ შეგიძლია დარჩე?
ფოთოლი: - ნეტავ შემეძლოს!

***

- ...და მან რა გითხრა, მან?!
- მე მას გული ვატკინე, მან კი ღიმილით შემომანათა აცრემლებული თავლები და მითხრა : "მოდი ახლიდან დავიწყოთ! გამარჯობა! მე ვარდი ვარ!"

***

ვარდი: - ნეტავ შეგვეძლოს სამუდამოდ ერთად დარჩენა.
პეპელა: - ჩემი დრო იწურება მშვენიერო!
ვარდი: - ნახე როგორ ვინამები... ერთ წვეთი... ორი წვეთი...

***

- ახლა, ახლა ერთად ხართ?
- არა, არა და არა! ეს არა შეიძლება, ეს არ მოხდება, არ უნდა მოხდეს! არ მინდა ვიტანჯებოდე... ვიტანჯებოდეთ...
- კი მაგრამ მე მეგონა...
- მკითხა საით მიემგზავრებიო.
- მერე რა უპასუხე?
- წარსულში, მე წარსულში წავედი,  მისი გულის ბნელ კუთხეში მივიმალე, მივყუჩდი... ახლაც იქ ვცხოვრობ ... 

***

ვარდი: - სულ დავიცვარე, დავსველდი.

- მინდა ცერმლიანი თვალები დაგიკოცნო...

ვარდი: - მე მიყვარხარ!

- მეც! ჩემო მშვენიერო ყავავილო!

06.09.2013წ.





*** 
რა, რა მაგონდება ღამით?
რისი სურვილი?-დღეთა?
ჩუმი სინაზით მთვრალი - 
დამათენდება ნეტა?
ნაზი ოცნება მკრთალი - 
მომეფერება ნეტა?

სული გაფრენას ლამობს
და ვეღარ თოკავს გრძნობას.
გონება ცდილობს, მძლავრობს, 
ვეღარ თმობს ამაოებას.

მაინც სად, საით მიიწევს გული?
რა სურს მას? - ვიცოდე ნეტა!..
ჩუმი სინაზით მთვრალი -
კვლავ დაღამება დღეთა...

და ეს სიცოცხლე უკვე
იმ ჯაჭვს მიაგავს მალულს,
რომლის გაწყვეტით ყველა
ვეღარ შეიგრძნობს ხმაურს,
ბორილსა და ბრდღვინვას
თანამდევს გრძნობის ბაგუნს
ნამცეც-ნამცეც რომ სცვივა, -
ტუჩებს სიტკბოთი აალულს.

და მაინც რა სდევს ღამეს?
კვლავ გათენება უმალ? - 
ძარღვებში სისხლის ჩქება და
გაბრძოლება ურცხვად...

ოცნება ცხადად ქმნილი,
რომ ამისრულდეს თუნდაც
მაინც ვინატრებ ღამეს და 
ვიოცნებებ მუდამ.

2001 წელი






ო, ქალბატონო!

მე თქვენ მიყვარდით, ო, ისე ნაზად, ისე ლამაზად, ისე ფაქიზად,
მე თქვენ მიყვარდით, ო, რა სათუთად და რა ძლიერად,
დიახ! მიყვარდით!.. ახლაც მიყვარხართ...
მიყვარხართ მწარედ... მიყვარხართ ტკბილად...
ეს გრძნობა ჩემში იღვიძებს, დნება,
ეს გრძნობა ჩემში ნელნელა ქრება.
მაგრამ თქვენ გხედავთ, ჩემო ღვთაებავ,
და მავიწყდება ეს აღსარება!
გიცქერთ შორიდან, იდუმალ გრძნობით,
მე სიყვარულით და სიხარულით
და ამ დროს თქვენ ჩემს გულზე ბატონობთ...
ო, ქალბატონო!
მე თქვენ მიყვარდით, მე თქვენ მიყვარხართ,
ჩემო ბატონო,
ო, ქალბატონო!
მე მსურს რომ მოვკვდე თქვენთან მონობით,
მარადჟამს თქვენთან ვიყო, ობოლი...
და შემოგწიროთ ეს ჩემი სული
გადაღლილი და დამარცხებული.
მე თქვენ მიყვარდით!
მე თქვენ მიყვარხართ...
და...
მეყვარებით...
ჩემო ბატონო!
ო, ქალბატონო...


 2000 წელი



სადაც თოვს

სადღაც შორს,
გული გრძნობს
იქ, ვიღაცა, -
შენზე ბჭობს.
ძლიერ სურვილს
აღარ გმობს,
იქ, ვიღაცა - 
შველას გთხოვს.
ახლოს მისულს,
ანდა შორს,
ვნებას თავზე
დაგათოვს.
და წაგიყვანს 
ისე შორს...
და წაგიყვანს
ისევ შორს...
სადაც დროს,
სადაც თოვს,
ვნებას თავზე
დაგათოვს
სადაც თოვს, 
სადაც თოვს...
გულში სურვილს
ჩაგათოვს.
სადაც თოვს, 
სადაც თოვს...
გზააბნეულ სურვილს
გმობს!..
და ბოლო წუთს
გული გრძნობს,
რომ სადღაც შორს,
ძლიერ შორს
კვლავ ვიღაცა 
შენზე ბჭობს.
სადღაც შორს...
სადაც თოვს...

2002 წ.


ოცნების თვალით

მე უსაშველოდ ახლა ვარ მთვრალი
და მელანდება ოცნება მკრთალი.
მივქრი თეთრ რაშზე ამხედრებული
და მაგონდება მე ჩემი ვალი.
რომ მე სამშობლოს ვარ მომავალი,
რომ მევალება საქმე მრავალი.
შენ, თეთრო ცხენო! წინ გამაქროლე
და დამანახე მე გზა სავალი.

მე უსაშველოდ ახლა ვარ მთვრალი
და მეც დამატყო ცხოვრებამ კვალი.
საცოდაობა, უსუსურობა არის ყველაფრის თავი და თავი.

მე მომავალთან მსურს დავდო ზავი
და მას შევხედო ოცნების თვალით,
გაცისკროვნებულს და გაბრწყინებულს,
კვლავ ფეხსე ამდგარ ჩემს საქართველოს.

მე უსაშველოდ ახლა ვარ მთვრალი...
და მელანდება ოცნება მკრთალი,
მივქრი თეთრ რაშზე მახედრებული
და მავიწყდება მე ჩემი თავი.

2000 წ.
მოხუცის შიში

(ეძღვენება ბებიას)

სამი რამ მუდამ მაშინებს:
ზამთარი, ღამე, ქარი...
ამ შიშის, ამ ფიქრის, ამ ჯავრის
ალბათ, მიზეზიც არის.

თუ რამე მქონდა წაიღო ქარმა...
დარდსა და ურვას არ მილევს ღამე,
ხოლო ზამთარი - მკაცრი და ცივი
ყველაფერს ყინავს თუ დარცა რამე.

მაგრამ ვერ ყინავს ფიქრსა და წარსულს,
მწარე განცდებს და მწარე გოდებას.
ის მუდამ ახსოვს კაცის გონებას
და მძიმედ აწევს გულზე ლოდებად.

2000 წ.
როდესმე...

-         როდის?
-         როდესმე...
-         და მაინც როდის?
-         აი... აი ზუსტად მაშინ, როცა შენ სულში დარბის რაში, როცა წუთები ინთქმება წამში, როცა გული გრძნობს მაშინ... როგორც ყველაფრის ამის საწყებაც რთულია...
-         ნუთუ?
-          განა ეს პრე სიტყვები მნიშვენლოვანია? ანდა საჭირო? არ ვიცი შეიძლება, შეიძლება რაც...  არ ვიცი? ვიცი ერთი ეს ყველაფერი როდესრაც იწყება და რპდესმემდე გრძელდება... ახლა თავად განსაზღვრე ეს როდესმე როდის დადგება...დადგება კი? არავინ იცის. თუმცა არა, იცის, დანამდვილებით იცის. გაგიმხილოთ ვინ?
-         ვინ?
-         მან.
-         მან ვინ არის?
-         ვინ თუ რა? არ ვიცი. როგორ... მაგრამ ვიცი რომ იცის... დანამდვილებით იცის...
-         და შენ? მუდამ ამ ვის, თუ რას, თუ როგორც უწოდებ მაგას ელი?
-         კი
-         განა რა არის ასეთი?თუ ვინ არის? თუ როგორც არის...
-         იცი მთავარი ისაა, რომ არის. ვინ, რა, რატომ?ეს მხოლოდ კითხვებია, პასუხგაუცემელი კითხვებია... ფუწი კითვები! ის, ეს, თუ როგორც არის უნდა იგრძნო, გესმის? შეიგრძნო. . .ის არსაიდან მოდის და არსად მიდის, ის შენშია, შენში იბადება, შენში ცოცხლობს... შენში გრძელდება როდესმემდე...
-         იცი, დამაფიქრე... მეც მინდა ეგ როდესმე შევიგრძნო...
-         ადვილია, ძალიან ადვილი... გული ხომ გაქვს?
-         !!!!!!!
-         ფიზიკურად კი არა. ხომ გრძნობ?
-         რათქმაუნდა!
-         გაჩუმდი! წამით მიუყურადე, გესმის?არ გესმის?როგორ გიცემს გული?!
-         გული  ყველას უცემს.
-         კი უცემს.
-         ხოდა რა არის ამაში განსაკუთრებული?
-         თრთოლა...
-         თრთოლა?
-         კი
-         რა თრთოლა? ამიხსენი... ვერ ვხვდები.
-         გაჩუმდი... დაუგდე ყური, არ გესმის?
-         გულის ძგერა, მემგონი
-         კარგად დაუგდე
-         !!!!!!!
-         მოიცა სიმღერა მესმის, საიდანაა?
-         გულიდან
-         გულიდან?
-         გაჩუმდი, მოუსმინე...
-         აუ, კაი რა!
*******
-         მიყვარს სივრცე! ნახე მყინვარწვერი!
-         ჩვენი ქალაქი! აი, ჩემი სახლი!
-         ლამაზია...
-         რა, ჩემი სახლი?
-         არა...
-         აბა?
-         შენ...
-         რა მე?
-         შენ ხარ ლამაზი!!!
-         !!!!!!
-         იცი, მ ი ხ ა რ ი ხ ა რ. . .
-         ეგ რას ნიშნავს?
-         მომეცი ხელი,
-         რატომ?
-         მოგეფერები,
-         რატომ?
-         ეს ყველაზე დიდი ვნებაა ამ ქვეყნად!
-         ნუთუ?
-         კი
-         და მიხარიხარ ამას ნისნავს?
-         ამასაც...
*******
-         აი...
-         რა? ესაა როდესმე?
-         გაჩუმდი, რას გრძნობ?
-         რააას?
-         სულის ტრამალებში რაშის ქროლას!
-         ვერა!
-         კარგად დაუგდე ყური!
 *******
-         გაკოცებ... შეიძლება?
-         !!!!!
-         ჩუუუუუ... რა ტკბილი ხარ! საოცარი, თბილი...ასეთი ჯერ არავინ შემხვედრია... მინდა ვიზრუნო...
 *******
-         არც ახლა გესმის?
-         მესმის სიტყვები, ჩურჩული და...

 *******
-         გეხვეწები მითხარი, ნუ გიყვარს ჩემი წვალება!
-         რატომ?
-         რა რატომ?
-         რატომ დამტოვე?
-         როდის?
-         შვიდი წლის წინ!
-         !!!!!!!
-         ადექი და წახვედი! რატომ?
-         მქონდა მიზეზი!
-         !!!!!!
-         ახლა რატომ დაბრუნდი?
-         მე დავბრუნდი?თუ შენ?
-         არა შენ!იცი როგორ გამიკვირდა! ყოველთვის გგრძნობდი, გულიდან ვიცოდი ჩემი იყავი, მოუთმენლად ველოდი შენთან შეხვედრას! რომ ჩავიარე სითბო ვიგრძენი, მზესავით ანათებდი მხოლოდ  ჩემთვის!
-         ვიცი... შენი თვალები, შენი სხეული, სენი ტუჩები ამბობდნენ ამას, არა არ ამბობდნენ, ყვიროდნენ ამას! ვიგრძენი როგორ გწყუროდი ამდენი წელი, ვიგრძენი, როგორ მჭამდი მწველი თვალებით, ვიგრძენი როგორ გინდოდა ხელში აგეტაცებინე და სადღაც შორს გადაგეხვეწე... მაგრად ჩაგეკარი გულში და გარინდულიყავი თუნდაც წამით... ვიგრძენი და ავფორიაქდი... და ახლა აქ ვარ, შენთან, შენთვის... აღარსად წავალ, საკმარისია...
-         ჩაგეხუტები რა... ყურში ჩურჩული ისევ გიყვარს?
-         კი
-         მოიწიე... იცი რაზე ვოცნებობ?
-         რაზე?
-         ერთ დილას გავიღვიძო და შენ დაგინახო ჩემს გვერდით...
-         მართლა?
-         კი. ჩემი ხარ, ჩემი ცხოვრების ნაწილი, ისტორია, აწმყო...
-         მომავალი?
-         ...................

*******
-         მერე?
-         მერეეეეე?
-         ... გავიგე!!! ოოო საოცრებაა!  მართლა გავიგე? და მერე?
*******
-         დაიღალე?
-         კი ძალიან, რაღაც გულმაც შემაწუხა
-         რას ამბობ რატომ? ექიმთან მიდი
-         მივალ...
*******
-         „როცა წუთები ინთქმება წამში“...
-         რააა?
-         არაფერი, უსმინე!
*******
-         როგორ ფიქრობ, შეძლებ მთელი ცხოვრების შეცვლას?
-         არ ვიცი
-         მე ვიცი...
 *******
-         „როცა გული გრძნობს... როდესმე... მაშინ“
 *******
-         აუ იცი რა წესიერად ვცხოვრობდი?
-         შენ ბედნიერი ხარ?
-         ღმერთო ეს რატომ ჩავიდინე!!!
-         შენ რა ტირი?
-         განვიცდი, ძალიან განვიცდი...
-         კი მაგრამ რა ჩაიდინე ასეთი???
-         ჩემთვის დასაწყისიც და დასასრულიც ესაა გესმის? ესაა ის დიდი ვნება ხვდები?
-         ვერ წარმოვიდგენდი თუ როდესმე მე და შენ... რა ტკბილი ხარ! რა კარგი ხარ! ყველაფრით სავსე ხარ, ყველაფრით!
-         წვიიმს?
-         ნიშანია...
-         ნეტავ რის?
-         ვაუუუუ, რა მაგარია! გავგიჟდები ახლა!
-         დაწყნარდი, რა იყო დამშვიდდი!
-         მშვიდათა ვარ სიხარული, მშვიდათა ვარ...
 *******
-         როდესმე...
-         და როდესმე როდის?
*******
-         რაში გჭირდები?
-         გაგიჟდი ადამიანო?ნივთი ხარ თუ საგანი? რას ნისნავს მჭირდები? მსიამოვნებ გესმის? მ ი ხ ა რ ი ხ ა რ!
-         შენთან  მინდა, ძალიან მინდა!
-         როდესმე...
*******
-         როდესმე...
*******
-         გეწყინება რომ წავიდე?
-         კი
-         მომძებნი?
-         ..................
*******
-         როდესმე...
-         როდის?
-         როდესმე...
-         და მაინც როდის?
-         აი...
(ვიპოვე, ესაა როდესმე? ღმერთო ჩემო, ესაა რ ო დ ე ს მ ე)
-         აი, ზუსტად მაშინ როცა...
-         როცა იგრძნობ...
-         როდესმე...

2012 წ.



6 comments:

  1. ***
    ღამე ქუჩები მკრთალი
    შორს გაბნეული გზები,
    მე კვლავ მეძახის წამი
    აზვირთებული გზნებით.
    ტილოებიდა მთვრალი,
    მე გადმომყურებს ქალი,
    მას თმებს ურხევს და უშფოთებს
    ეს ქუჩის ნაზი ქარი.
    წამით შეირხა ტოტი
    და მე ვიხილე მთვარე,
    განათდა სხივით ნათლით
    ჩვენს შორის არე-მარე.
    ის ჩემსკენ მოდის თითქოს
    გაურკვეველი ფიქრით,
    გულის ძლიერი ძგერით
    და გარღვეული წინდით.
    და მაინც ვხედავ მასში,
    რაღაცას წმინდას, ფარულს -
    ოცნებას ცხადად ახილს. . .
    მოუსვენარს და მალულს.
    და აი, მეც მოვიხიბლე
    მისკენ მიიწევს გული,
    რაღაც მსგავსება ვიპოვე -
    ამოუცნობი სულის.

    2001წ.

    ReplyDelete
  2. ***
    დაგელოდები მე შენ მარადჟამს,
    გახსოვდეს - მუდამ შენთან ვიქნები!
    და შენზე ფიქრი მტანჯავს ყოველწამს
    შენზე ოცნებით გადავიღლები.

    ო, გული ჩემი ისევ აღელვდა
    და სულმა ისევ დაიწყო ოხვრა,
    ლამაზ სიზმრებში ისევ აქროლდა -
    დამღლელი ფიქრი, ცრემლი და მოთქმა.

    სული სილშვიდეს ვეღარ პოულობს
    ზღვის ტალღებივით აზვირთებული,
    მე რეალობა ისევ მპოულობს
    და სინანულით მევსება გული.

    2001 წ.

    ReplyDelete
  3. ***

    ის ჩემსკენ მოდის,
    მე მზერა ვიცანი...
    განათდა ქუჩები
    ნათელით - მზისანით.
    ის არის?!
    ოხ, მართლა ის არის.
    მოდის და ანათებს
    (ნეტავ, თუ ის არის?)
    ის არის! ის არის!
    .............................
    აი, ეს ნაძვები,
    ჩემს წინ აღმართულნი, -
    მაგონებს მის ტან-ფეხს,
    ლოცვით აღანთულნი.
    მზერით - ნამტირალით
    მე წინ მერცხალს ვხედა,
    სახე - მომღიმარით
    მე შეხებას ვბედავ.
    ესეც საოცრება,
    ის რომ არ გაფრინდა,
    ის ჩემი იმედი -
    წმინდათაწმინდა.
    .............................
    მე აღა ვნაღვლობ
    და აღარც ვსტირი -
    დავმშვიდდი, დავწყნარდი
    და ხელში მიჭირავს
    მე დიდი სტვირი...
    გალობის სიწმინდით,
    სანთლით და ლოცვებით,
    მე მივემართები
    მშვიდობის გოდებით.
    ისიც ჩემსკენ მოდის
    და ერთად ვჩერდებით
    და გვსურს ასე ვიყოთ,
    ასეც დავბერდებით...
    თვალს თვალში ვუყრით,
    გულს გულს ვუმონებთ
    ჩვენ ერთად ვიქნებით
    (ჩვენ მარად ვიქნებით)
    თუ ამას ვისურვებთ...
    .................................
    ასე აღგზნებულნი,
    ერთმანეთს ვეკვრებით,
    ასე აღანთუნლი,
    ტუჩებს ავეკვრებით.
    სიწმინდის, სიმშვიდის
    ალით აღკაზმულნი,
    გულის რიტმს ყურს ვუგდებთ
    ვნებით გასანთლულნი.
    მუსიკის ჰანგებით
    და ტრიოლეტებით,
    შექსპირის სონეტით,
    კლასიკის გოდებით.
    ვტრიალებთ,ვბზრიალებთ
    თვალით ბედნიერით,
    ოცნებით ნამდვილით,
    სულით მშვენიერით.
    ..................................
    ოცნება სად გაქრა?
    ვფიქრობ - სინანულით....
    ოცნება არ გაქრა
    ის მხოლოდ ფრთებს იშრობს
    ჩვენი სიყვარულით,
    ჩვენი სიხარულით.

    2001 წ.

    ReplyDelete
  4. "მსახიობები?! ვართ ჩვენ ყველანი"

    ეს ცხოვრება სპექტაკლია!
    დაგვიკარით ტაში ჩქარა!
    სიყვარულის თამაშია,
    საუკუნო განდა-განა.
    .....................................
    ხან სველდება,
    ხანაც შრება,
    თან უყვარს და
    თანაც ქრება.
    ....................................
    ამ სცენარის დამწერს ვუმზერ,
    ამ ცხოვრების შემქმნელს ვუმხელ;
    რომ სიცოცხლე მომენატრა
    და ამ სპექტაკლს ვერ გავუძლებ.
    ....................................
    ცხოვრება ხომ , - სპექტაკლია!
    დაწერილი ძალზედ კარად
    და შექმნილის ფინალამდე
    მიგვაქანებს ყველას სწრაფად.
    ......................................
    წარმოდგენის ბოლო აკორდს
    შუქი ყველგან აინთება
    და იგრძნობ, რომ ის შენს ამბორს,
    ახლა, ვეღარ გაექცევა.
    ბევრ ქარ-ბორბალ გამოვლილი
    შენი გული გაიშლება,
    თუმცა ხვდები, რომ შენს სურვილს
    მომავალი არ ექნება.
    უდროოდროს გაგიწყდება
    შენი სულის მარგალიტბჭე
    და რომ ხალხი შენ ტაშს გიკრავს
    ეს სიხარულს მოგანიჭებს...
    ........................................
    ეს ცხოვრება სპექტაკლია...
    დაგვიკარით ტაში ჩქარა...
    სიყვარულის თამაშია,
    უსასრულო განდა-განა.

    2002წ.

    ReplyDelete
  5. რა საინტერესო პიროვნება ყოფილხარ. უფრო მეტად გაფასებ...

    ReplyDelete
  6. უღრმესი მადლობა ჩემო მეგობარო! მიხარია თუ კი მოგეწონა ჩემი შემოქმედების გამოძახილები :)

    ReplyDelete