სწავლა/სწავლება

               




 
           "მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ისე, რომ მათ გაიგონ ისტორია და ის, რომ როგორც ჩვენ მას ვასწავლით, არ არის რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ქვაში ამოკვეთილი. წარსული არასოდეს არ შეიძლება აღვადგინოთ მთელი სიზუსტით და ისტორიის სწავლება არასოდეს შეწყდებაშეუძლებელია ისტორიის სრული და საბოლოო შეცნობა.ისტორია აუცილებლად მიკერძოებულია, ვინაიდან მისი მოწმეები არასოდეს არ არიან მიუკერძოებლები... ისტორიას წერენ ცოდვილი და სუბიექტურად განწყობილი ადამიანები".

                                                                                                   დოქტორი დევიდ ლოუვენტალი



მე, მასწავლებელი, უნდა ვიყო:

  • მზრუნველი პროფესიულ განვითარებაზე
  • ტოლერანტი
  • სამოქალაქო საზოგადოების მშენებელი
  • სამართლიანი
  • ვსავლობდე და ვასწავლიდე
  • სკოლას აღვიქვამდე, როგორც საკუთარ სახლს
  • თვითკრიტიკული
  • ღია სიახლისადმი
  • შემოქმედებითი


      მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო თავად ისტორიის, როგორც საგნის            
                          მნიშვნელობას და მისი სწავლა/სწავლების პროცესს.

თანამედროვე სკოლაში ისტორიის სწავლების მიზნების შესახებ განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის გამომრიცხავიც კი. მოსაზრებების განსხვავებულობას ყველა საზოგადოებასა და საგანმანათლებლო სისტემაში სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საქართველოშიც უპირველეს დაბრკოლებად ისტორიის სწავლებაში საბჭოთა ხედვა და მეთოდები გვესახება, რაც მემკვიდრეობით გვერგო და რამაც დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი წარუშლელი კვალი დატოვა ყველა სფეროში. სხვანაირად და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ეს არის ძველის და ახლის, იდეოლოგიზირებული საგნისა და თავისუფალი აზროვნების დაპირისპირება.
საინტერესოა, რომ დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოზარდთა ისტორიის ცოდნის ხარისხზე ყველაზე მეტად სკოლაში ისტორიის სწავლების მიზნის არასწორი განსაზღვრა აისახება. ყველა ისტორიის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ისტორიის ცოდნა ყოველი განათლებული ადამიანის მსოფლმხედველობას განსაზღვრავს, თუმცა მათი შეხედულებები საგნის სწავლებასა და მის მიზნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანწილად განსხვავებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანები, ასევე ის უნარჩვევები რაც ამ საგნობრივმა ჯგუფმა უნდა განუვითაროს მოსწავლეს:
  • სივრცეში ორიენტირება
  • ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
  • კომუნიკაცია
  • სწავლის უნარი
  • კვლევა
  • შემოქმედებითი უნარი
  • ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
  • თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
  • გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენა
  • თანამშრომლობა
  • სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა
  • ტოლერანტობა
  • პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა
  • პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა
  • საზოგადოებრივი სიტუაციებისა და პროცესების მოდელირება
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება
  • საგანგებო ვითარებებში მოქმედება
ნაწილი პედაგოგებისა, მაინც ისტორიის საგანს განიხილავს, როგორცცოდნის კრებულს", ანუ რაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ და დაიმახსოვრონ და მცდარად მიიჩნევენ შეხედულებას, რომ ისტორიის საგანი არის – „ აზროვნების კრებული", რაც მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, ახსნან და რამაც მათ უნდა განუვითაროსპრობლემატიკის ანალიზისა და დასმულ კითხვებზე პასუხის მოძებნის უნარი.
მშრალი ისტორიული თარიღების ცოდნა, არა მხოლოდ მოზარდთა გონებრივ განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში ვერ გვეხმარება, უფრო მეტიც ეს ცოდნა მოკლე ხანში დავიწყებას ეძლევა და ხშირ შემთხვევაში სასწავლო წლის ბოლომდეც არ ახსოვთ მოსწავლეებს.

ასევე კვლევების მიხედვით, მოსწავლეთა ისტორიით დაინტერესებას, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, როგორიცაა: სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელოები, რესურსები, საათობრივი ბადე და .. გადამწყვეტი როლი მასწავლებლის პროფესიონალიზმს (მომზადებას) ეკისრება. არადა, როგორ უნდა ვუპასუხოთ მოსწავლეებს, რომელთაც ხშირად უჩნდებათ შეკითხვა: რატომ სწავლობენ ამა თუ იმ მეცნიერებას, თუ თავად არ ვართ გარკვეული ჩვენი საგნის მიზანსა და ამოცანებში?

თუ ჩვენი მიზანი იქნება, ისტორიული ფაქტების ანალიზის მეშვეობით მოზარდს განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი, ეს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდება და წარსულის ცოდნა მომავლის საუკეთესო იდეებს აღმოაჩენინებს. თანამედროვე სკოლის უპირველესი ამოცანაც მოსწავლის მომზადებაა კონკურენტული გარემოსთვის, სკოლამ წარმატებული ადამიანები უნდა მოუმზადოს საზოგადოებას, რაც სხვა თვისებებთან ერთად ( შრომისმოყვარეობა , ნებისყოფა, პატიოსნება და .) დამოკიდებულია ცოდნის უნარჩვევებზე, რასაც მოსწავლეები განათლების გზით ღებულობენ.

მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები, თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების, შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით გაბათილდეს.

ასეთი პროცესის ხელშესაწყობად ლიბერალური განათლების ტრადიციის თანახმად, საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლემ შეძლოს ადამიანის განვითარების ეტაპების გაანალიზება და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი მოაზროვნეების იდეების გაგება. იმ ადამიანების იდეებისა, ვინც ყველაზე ღრმა კვალი დაამჩნია მომდევნო თაობების აზროვნებას.

მარკ ბლოკს(1866-1944) , რომელიც .ფევრთან ერთად, ჟურნალ "ანალების" დამაარსებელი იყო და რომლის ნაშრომიც "ისტორიის აპოლოგია,ანუ ისტორიკოსის ხელობა" ("Apologie pour l'histoire; ou, mtier d'historien") საყოველთაოდ ცნობილია , მიაჩნია, რომ ისტორია არის არა წარსულის შესწავლა , არამედ მეცნიერება წარსულში მცხოვრები ადამიანების შესახებ... ხოლო მისი შესწავლის აუცლებლობა სამ ძირითად საკითხს უკავშირდება, იმას რომ საინტერესოა; ავსებს ახალი იდეებით ადამიანის ცხოვრებას და ანვითარებს ადამიანის აზროვნებას.

   
                          ძალზედ მნიშვნელოვანია იცოდე ის თუ რას ასწავლი,
                                          როგორ ასწავლი და რატომ ასწავლი. 

                          მოხარული ვიქნები, თუ კი ჩემს მიერ წარმოდგენილი        
              ბმულები დადგეხმარებათ სასწავლო პროცესის ეფექტურად და 
                                                         ეფექტიანად დაგეგმვაში


რა მნიშვნელობა აქვს ისტორიის სწავლებას?

როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი? 

როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტგაკვეთილი?

როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები? 

მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი 


           სწავლა/სწავლების პროცესში  გასათვალისწინებელია დამრიგებლის როლი,   
              ქვემოთ წარმოგიდგენთ გზებსა და მეთოდებს კლასის ორგანიზებისა და  
                                                            ხელმძღვანელობისათვის


კლასგარეშე აქტივობები და პროგრამები

მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები

სადამრიგებლო საათი

როგორ შევარჩიოთ დამრიგებლის მუშაობის მეთოდი


ყველაფერი გამოვა...




ცნობილია თქვენთვის, რომ წარმატებულ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი, საშუალო დონის მოსწავლესთან შედარებით, უშუალოდ მომზადების პროცესს 50%-მდე ნაკლებ დროს ახმარს? მართალია, ისინი ამას უმეტესად აღწევენ არა მასალის ათვისების ტე
ქნიკის ცოდნის შედეგად, არამედ სუფთა ინტუიციურად და სხვების მიერ მომზადებისთვის დახარჯული დროს ნახევარი მათ შეუძლიათ მოახმარონ სხვა საინტერესო საქმეს ან ურთიერთობას, შეფასება კი მიიღონ მაღალი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამის მიღწევა თითქმის ყველას შეუძლია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დაეუფლო მასალის ათვისების ტექნიკას.

ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ცნობილია შიშის გრძნობა, რომელიც გვეუფლება გამოცდის წინ. უდაოა, რომ გამოცდა ყოველთვის - სტრესია, რომელსაც თან ერთვის ადრენალინის ამოფრქვევა. გარდა ამისა გამოცდის დაწყებამდე იზრდება მღელვარება, ოფლიანობა, გვეწყება მუხლებში კანკალი, ზოგს კი კუჭ-ნაწლავში პრობლემების შეგრძნება.

სასურველია ყველამ გავითვალისწინოთ, რომ შიშის დაძლევისთვის გამოყენებული ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატი არა მხოლოდ დაგამშვიდებთ, არამედ, იმავდროულად, „დაამუხრუჭებს“ ყველა რეაქციას და მათ შორის აზროვნების პროცესს. ყველაზე სწორი გამოსავალი კი იმაში მდგომარეობს, რომ ხელში ავიყვანოთ საკუთარი თავი. პირადი გამოცდილებაც ხომ გიჩვენბთ იმას, რომ მიუჯდები მერხს და გაეცნობი შესასრულებელ დავალებას ან დასმულ ამოცანას, მღელვარება, კანკალი და სხვა სახის პრობლემა გადაგივლის. ჩვენ კი გირჩევთ - თუ გსურთ აიცილოთ ამგვარი უსიამოვნო გამოვლენები აუცილებლად უნდა დაეუფლოთ საკუთარ ემოციებზე კონტროლის დაწესების ტექნიკას.

გაითვალისწინეთ, რომ გამოცდის ჩაბარების პროცესში წარმოქმნილმა სტრესულმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების დაქვეითება. აქედან გამომდინარე, თუ ვერ შესძლებთ სტრესების დაძლევას, თქვენში იმატებს შიშის გრძნობა და მოგეჩვენებათ, რომ მომზადების მიუხედავად არაფერი არ იცით. ეს ფაქტორი აიხსნება იმით, რომ გამომცდის შიშის გამო ადამიანი იმყოფება უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაში და მისი ემოციური სფერო ახდენს ყურადღების, მეხსიერებისა და აზროვნების უნარის ბლოკირებას.

როგორ ვისწავლოთ საკუთარ ემოციებზე კონტროლის დამყარება? ამისათვის, გამოცდამდე და უშუალოდ გამოცდის წინ დადექით ხოლმე სარკის წინ და ეცადეთ დაარწმუნოთ საკუთარი თავი: „მე ძლიერი ვარ, მზად ვარ გამოცდისთვის! ყველაფერი გამომივა!“ აგრეთვე ეცადეთ მიაღწიოთ ორგანიზმის სიმშვიდეს.ამისთვის რამდენიმე ჯერ მოადუნეთ, შემდეგ კი დაძაბეთ ხელის ტევნები, ტერფები და თვალები. გულში მშვიდად დაითვალეთ ათამდე, შემდეგ კი კვლავ დაითვალეთ, ოღონდ უკუთვლით. ეს ხერხი ქმნის სწრაფი დამშვიდების შესაძლებლობას. დამშვიდებისთვის აგრეთვე ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიში: ჩაისუნთქეთ (დაითვალეთ ერთიდან - რვამდე) - გააკეთეთ პაუზა (ოთხამდე თვლით) - ამოისუნთქეთ (რვამდე დათვლით). შიშის დაძლევის კიდევ ერთი ხერხი არსებობს და ის მეხსიერებიდან არასასიამოვნო ემოციების განდევნაში და მათი სასიამოვნო განცდებით ჩანაცვლებაში გამოიხატება. იფიქრეთ იმაზე, რომ გამოცდა არ წარმოადგენს ცხოვრების დასასრულს, არამედ მისი დასაწყისი და პირველი ნაბიჯია. თქვენ ხომ გჯერათ, რომ წინ მრავალი სიახლე და საინტერესო ამბავი გელით!

სიმშვიდის მისაღწევად გამოცდების პერიოდში აუცილებლად დაიცავი დღის სათანადო რეჟიმი.

წინადღეს არ დაიწყო ტექსტების უაზრო დაზეპირება. გამოცდილება ადასტურებს, რომ ადამიანი ნაკლებად იმახსოვრებს გამოცდის წინა ღამეს დაზეპირებულ მასალას. მომზადება უმჯობესია დაასრულო გამოცდამდე 17-18 საათით ადრე. გამოცდაზე არ წაიღო სახელმძღვანელოები იმ მიზნით, რომ დაწყებამდე სადმე მოსაცდელსა თუ დერეფანში კიდევ მოასწრებ მეცადინეობას ან გამეორებას. როგორც წესია, ამგვარ მცდელობას სასურველი შედეგი არ მოაქვს, პირიქით თავში ის მხოლოდ არევ-დარევას იწვევს და უფრო ზრდის შიშის შეგრძნებას.

წინა საღამოს უმჯობესია აირჩიო დამამშვიდებელი საქმიანობა, მაგალითად, მიიღო შხაპი, გაისეირნო. სასარგებლო იქნება ტელევიზიით თუ ნახავ გასართობ ან იუმორისტულ გადაცემას. ცნობილია, რომ სიცილი ხსნის სტრესს და ამაღლებს შრომისუნარიანობას.

გამოცდის წინაღამეს ადრდე უნდა დაწვე და კარგად გამოიძინო, დაძინების წინ გაიხსენე ნებისმიერი სასიამოვნო ამბავი ან მოვლენა, ანუ განიცადო დადებითი ემოციები.

გამოცდის წარმატებულად ჩაბარება დად წილადაა დამოკიდებული ადამიანის თვითშეფასების ადეკვატურობაზეც. გამოცდისთვის აუცილებელია კარგი მომზადება და საკუთარ ძალებში სათანადო რწმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი ღებულობს უფრო დაბალ შეფასებას, ვიდრე იმსახურებს. მაგრამ გადამეტებულად მაღალი თვითდაჯერებულობაც შესაძლოა იქცეს არასასურველი შეფასების მიზეზად. ის იწვევს უყურადღებობას და მომზადების მიმართ დაუდევარ დამოკიდებულებს. ამ ტიპის შემთხვევაში დოზირებული შიში შესაძლოა სასარგებლოც გახდეს, ის იწვევს მეტ პასუხისმგებლობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

რა ვქნათ თუ გამოცდის შედეგი არ გაამართლებს მოლოდინს? ალბათ უმჯობესია, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი და ნამდვილად ამაღელვებელი კითხვა წინასწარ იყოს განხილული ოჯახში, ვინაიდან სრული გარკვეულობის შეგრძნება უფრო მეტ შანს იძლევა იმისათვის, რომ ადამიანმა განიცადოს ნაკლები შიში გამოცდის მიმართ. გამოსაცდელმა მკაფიოთ უნდა იცოდეს, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში მას ელის არა დასჯა, არამედ ალტერნატიული, დამზღვევი ვარიანტი. ვფიქრობთ, რომ ამ ვარიანტის შერჩევა მოსწავლის თუ აბიტურიენტის პრეროგატივი უნდა იყოს, მშობელმა კი უმჯობესია გაიზიაროს გონივრული გადაწყვეტილება და დაეთანხმოს მას.
 

No comments:

Post a Comment